пятница, 20 ноября 2009 г.

1. პროექტის სახელი: გამართული კითხვა 3-4 კლასებში

2. პროექტის მოკლე აღწერა: კლასში გამოიკვეთა რამოდენიმე ბავშვი,ისინი არადამაკმაყოფილებლად კითხულობენ,დიდი ძალისხმევა ჭირდება მშობელს, რათა დაიყოლიოს ,რომ იკითხოს.ეს პრობლემა გრძელდება და მისი გადაჭრისთვისც სჭიროა შემდეგი სამუშაოები:მასწავლებელმა მრავალჯერადი გასაუბრებით გაუღვივოს პრობლემის გადაჭრის სურვილი,ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა.

3. პროექტის ვრცელი აღწერა: ნებისმიერ დაწყებით კლასში გამოიკვეთება რამოდენიმე ბავშვი,ისინი არადამაკმაყოფილებლად კითხულობენ,დიდი ძალისხმევა ჭირდება მშობელს, რათა დაიყოლიოს ,რომ იკითხოს.ეს პრობლემა გრძელდება და მისი გადაჭრისთვისც სჭიროა შემდეგი სამუშაოები:

მასწავლებელმა მრავალჯერადი გასაუბრებით გაუღვივოს პრობლემის გადაჭრის სურვილი,ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმრნა.

ჩაერევა ფსიქოლოგი და შეისწავლის ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას .

საგნის მასწავლებელი უკეთ გაეცნობა ბავშვის ოჯახურ მდგომარეობას დამშობლებთან ურთიერთკავშირში იმუშაოს. მოსწავლეს შეურჩიოს თემატურად მისთვის მოსაწონი საბავშვო ნაწარმოებები(გაითვალისწინოს ბავშვის პირადი შეხედულებები).

ჩაერთოს სკოლის ბიბლიოთეკარი, შეარჩიოს საინტერესო დაილუსტრირებული წიგნები.

მოსწავლე დაესწროს მხატვრული კითხვის საღამოებსა დამხატვრული კითხვის კონკურსებს.

პრობლემის დაძლევაში დიდი როლი აკისრია თანაკლასელების დამოკიდებულებას,მათშეუძლიათ საკუთარი თავისსადმი რწმენის გაღვივება,რაც გამარჯვების უმთავრესი გარანტიაა.

პროექტში მიღწეული წარმატებები უნდა გამოვსახოთ დიაგრამაზე (შევასრულოთ ბავშვთან ერთად),აღვნიშნოთ და არ დავიშუროთ საქებარი სიტყვები.

4.მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.

5. ვადები-ხანგრძლიბობა 3-4 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტიობები კლასში:კითხვის ტექნიკის განსავითარებელი ტესტები.

7.მოსალოდნელი შედეგები:პლაკატები,ვიდეო-აუდიო მასალა, დიაგრამა.

8.სასარგებლო სხვებისთვის: დანარჩენი მოსწავლეებისთვის უფრო მნიშვნელივანი გახდება უკეთესი კითხვა, იწავლიან ერთმანეთზე ზრუნვას,მეგობრობას.

9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ახალი სამგორის საჯარო სკოლა.რუსთავის #3 საჯარო სკოლა,როსთავის#1 საჯარო სკოლა.

10.სამუშაო ენა: ქართული.

11.საგნებტან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი..

12.პროექტის ფასილიტატორი:გულნაზი მძელური.
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა:gulnazimdzeluri@mail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий